Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინული მედია დავით არახამიას კორუფციაში ადანაშაულებს

უკრაინული მედია დავით არახამიას კორუფციაში ადანაშაულებს

უკრაინული მედია ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით – ომი და გათბობისთვის რთული პირობები დაეხმარა ,, ხალხის მსახურის წევრებს” საბოლოოდ ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობა.

მინერალები უკრაინაში, თითქმის 15 ტრილიონი დოლარი ღირს. ამ თანხის ნახევარზე მეტი კი 9,1 ტრილიონი დოლარი – ქვანახშირის მარაგია. ამიტომ, ქვანახშირის მრეწველობა ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ და გაუმჭვირვალედ ქვეყანაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ომმა არათუ შეაჩერა კორუფცია, არამედ პირიქით, გაზარდა მისი მასშტაბები. სტატიაში მოცემულია უკრაინის პარტია “ხალხის მსახურის ” წევრების კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული საპარლამენტო ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი ბიზნესპარტნიორი, დეპუტატი მაქსიმ იფიმოვი.

როგორც ირკვევა, ქვანახშირის მრეწველობაში გავლენის სფეროების გადანაწილება ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. 2020 წელს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველა მაღაროში აუდიტის შესვლის ბრძანება გასცა. არახამიამ, თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელის, ოლექსიი ორჟელის მეშვეობით, სახელმწიფო მაღაროებს შორის ე.წ სახელმწიფო “შუამავალის” ფუნქცია შექმნა .

ამ დროისთვის, მთელი ვერტიკალი არახამია-ეფიმოვის კონტროლს ექვემდებარება დაწყებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მაღაროებიდან, დამთავრებული ქვანახშირის საბოლოო მომხმარებლამდე, სახელმწიფო საწარმო “ცენტრნერგომდე”.

მედია წერს, რომ დავით არახამიას ქვანახშირის მაღაროში სახელმწიფო მასშტაბით მაქინაციების შემუშავებაში “ჰაილოს ოჯახი ” ეხმარება, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ .

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები