Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოუნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან: მოლდოვასთან, საქართველოსა...

უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან: მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან –

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლივიდა და განაცხადაუნდა; “უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა.”

მისივე თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

„უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასევე ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან მსოფლიოში ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე.

ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები