Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოუნგრეთი უკრაინისთვის 187 მილიონ ევროს გამოუყოფს

უნგრეთი უკრაინისთვის 187 მილიონ ევროს გამოუყოფს

2023 წელს უნგრეთი 187 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად, 18 მილიარდი ევროს ევროკავშირის საერთო ფინანსური დახმარების პაკეტში, რაც მისი წვლილი იქნება.

მინისტრთა კაბინეტის განკარგულება, რომელსაც ხელი პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა, ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Reuters-ის ცნობით, უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მზად არის უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს, მაგრამ ურჩევნია ამის გაკეთება ორმხრივ საფუძველზე, ვიდრე ევროკავშირის ერთობლივი სესხის გაცემის გზით.

ბრძანება ავალებს საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, დაიწყოს მოლაპარაკებები უნგრეთის სახელით კიევთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ აუცილებელი შეთანხმების შემუშავების მიზნით.

ცნობისთვის, ამ დრომდე უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უარს ამბობდა დახმარების გეგმაზე და აღნიშნავდა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს EU-ის გეგმას, დაეხმაროს უკრაინას €18 მილიარდით.

მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიატომ და თქვა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ უკრაინის დახმარების საერთო პაკეტს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები