Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელსაც, ორბანის თქმით, “ბოლო არ უჩანს”. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით საგანგებო რეჟიმის შემოღება მთავრობისთვის რუსეთის ინტერვენციის შედეგებზე”მანევრის სივრცეს და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას” წარმოადგენს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უნგრეთში შუაღამიდან ამოქმედდება და ის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს გვერდის აუაროს პარლამენტს და სწრაფად მიიღოს განკარგულებები. უნგრეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირველადი ზომების შესახებ ოთხშაბათს, 25 მაისს გამოაცხადებს.

მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გამორიცხავს მომავალ კვირას დანიშნულ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს თაობაზე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტის განხილვის შესაძლებლობას. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს, მიმართა წერილით, რომელშიც აცხადებს, რომ მისი იქვეყანა მხარს ვერ დაუჭერს სანქციებს ევროკავშირის დაფინანსების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გარეშე, რაც ბუდაპეშტს რუსული ნავთობზე უარის თქმაში დაეხმარება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები