ბავშვობა არის ზრუნვის, თამაშის და სწავლის დრო. ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოაჩინო სიახლეები სამყაროში.ასე იწყება UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟი ომის ეპიცენტრიდან.
უკრაინელი ბავშვები იზრდებიან, სწავლობენ რაკეტის ხმებს, დარტყმებს და ბომბებს, მათ გაკვეთილებს აფერხებს საჰაერო თავდასხმის სირენები, მათ სათამაშოები ასაფეთქებელი ნივთიერებების გვერდით, მოედანზე დევს. კარგავენ მშობლებს, მეგობრებს, სახლებს.
ომი იპარავს ბავშვის ნორმალურ ცხოვრებას.
დღეის მდგომარეობით 24 თებერვლიდან დღემდე 437 ბავშვი დაიღუპა და 838 დაშავდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკანონოდ დეპორტირებულია 11 225 ბავშვი. რეალურად ძნელი დასათვლელია, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, ამიტომ რაოდენობა შეიძლება იყოს უფრო მეტიც.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღემ ყველას უნდა შეახსენოს, რომ ყოველი რიცხვის მიღმა სიცოცხლე დგას და ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შანსი იყოს დაცული. – წერს იუნისეფის.