Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაუძრავი ქონების ფასები თბილისში. სად ღირს ბინდა და სახლი ყველაზე ძვირი?

უძრავი ქონების ფასები თბილისში. სად ღირს ბინდა და სახლი ყველაზე ძვირი?

თბილისი (GBC) – გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 % შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი -24.0 %=ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 %). 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.5 %-ით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 %-ით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები