„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განაცხადებით, ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ამ მომენტში გულის მოგება გააზრების გარეშე.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებს ემხრობოდა ორი წლის წინ.
„არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება – პოლიტიკურ პარტიებზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. შეიძლება მოხდეს მოვლენები, როდესაც საზოგადოება ამ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის, როცა ის დადგება. მინიმუმ 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც. ამიტომ მე ხშირად მგონია, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ამ მომენტში, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგება გააზრების გარეშე,“ – განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიების გზავნილი იყოს თანმიმდევრული და მკაფიო. მისივე თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური აქტორების მიმართ საზოგადოებას ნდობის აღდგენა.