პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას შეხვედრა დაიწყო.
ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს პირისპირ ფორმატში გამართავენ, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრები დელეგაციების დონეზე.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ჯო ბაიდენი პოლონელ და უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართავს.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ეს ბაიდენის მეორე ვიზიტია პოლონეთში. მანამდე, 20 თებერვალს იგი მოულოდნელად ეწვია კიევს, სადაც უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტები და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები დააანონსა.