Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისპორტივისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუვენტუსი” ზაფხულში “ნაპოლის” სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებას ეცდება.
Areanapoli-ს ცნობით, სეზონის ბოლოს “პარტენოპეის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მთავარი საზრუნავი სწორედ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერის შენარჩუნება იქნება.

“ჯუნტოლიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია. “ნაპოლის” წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის, რადგან არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოაჩინა. აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ განიხილავს და კრისტიანოსთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს”, – წერს გამოცემა.

ჯუნტოლის “პარტენოპეის” სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. “ნაპოლისთან” მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები