Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოვლადიმერ პუტინი - „დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას...

ვლადიმერ პუტინი – „დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს“

„დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის “სანქციებით შეპყრობის” გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს “ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს” როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.

“ამაში მთლიანად დამნაშავე არიან დასავლური ქვეყნების ელიტები, რომლებიც თავიანთი გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად მზად არიან მსხვერპლად შეწირონ დანარჩენი მსოფლიო”, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი უმკლავდება დასავლეთის სანქციებით პროვოცირებულ გარე გამოწვევებს და ქვეყანაში ინფლაცია მცირდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები