Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვოლგოგრადი ისევ სტალინგრადად იქცა

ვოლგოგრადი ისევ სტალინგრადად იქცა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს ქალაქის მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მიზეზად დასახელებულია მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელსაც 2 თებერვალს აღნიშნავენ. ვოლგოგრადში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

ვოლგოგრადის საქალაქო დუმის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ვოლგოგრადი დროებით სტალინგრადი ხდება წლის განმავლობაში 10-ჯერ. მაგალითად, „სამშობლოს დამცველთა დღეს“ – 23 თებერვალს და „გამარჯვების დღეს“ – 9 მაისს.

დღევანდელ ვოლგოგრადს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ცარიცინი იყო, სტალინგრადი 1925 წელს, სტალინის პატივსაცემად დაარქვეს. სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 1961 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სტალინგრადს ვოლგოგრადი ეწოდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები