Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს

ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს პირადად დაესწროს ნატო-ს სამიტს, რომელიც ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

ინფორმაციას მედია ლიეტუვაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს არის ჩვენი გეგმა”, – აღნიშნა ელჩმა პეტრო ბეშტამ ზელენსკის ვილნიუსში ვიზიტთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ ორი უცხოური ვიზიტი განახორციელა. ის 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონს ეწვია, ხოლო ამა წლის თებერვალში ლონდონს, პარიზსა და ბრიუსელს სტუმრობდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები