Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

ვოლოდიმირ ზელენსკი – კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს „რამშტაინისა” და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი საჯაროდ იმის თქმა, რის შესახებ მიდის საუბრები “რამშტაინის” ფორმატში. ეს დახურული დისკუსიაა და ასე უნდა იყოს.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი “რამშტაინი” ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში – ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის.

კი, კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინოს ვხდით იმის უალტერნატივობას, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები