Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკავოლსკი ჰარცელზე: რა მოხდა ისეთი 5 ივლისის რაც ევროპაში არ მომხდარა?!

ვოლსკი ჰარცელზე: რა მოხდა ისეთი 5 ივლისის რაც ევროპაში არ მომხდარა?!

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი მას დამატებით კითხვებს უჩენს. ასე შეაფასა დეპუტატმა ელჩის ის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის “საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო”.

“ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.

ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს”. – თქვა გია ვოლსკიმ.

ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ ისეთი ცვლილებები გაატარა, რომელიც ზოგიერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოფასაც არ აქვს.

“რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, როგორიც საქართველოშია. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე.

თუკი პოლარიზაციაა მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, ამაში მხოლოდ ხელისუფლების რგოლია დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! აი ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით”. – თქვა ვოლსკიმ.

კარლ ჰარცელის თანახმად, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საბაბი, იამაყოს იმ მიღწევებით, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერის არაფორმალური წოდება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოუტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფორმების სიჩქარე შენელდა, ქვეყანამ კი გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს “შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით”.

“დემოკრატიული არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, უმცირესობების უფლებების და ჟურნალისტების დაცვა… საიდუმლო მოსმენების პრაქტიკა, ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა”. – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, “ალტ-ინფოს”, მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები