Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკავილსკი ჯონკინსს გამოეხმაურა

ვილსკი ჯონკინსს გამოეხმაურა

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება-  პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან.

ვოლსკი აცხადებს, რომ ელჩთან „გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვაობა” არ შეიძლება თავდასხმად განვიხილოთ”.

„ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნული თავდასხმა, უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც აცხადებს ქალბატონი ელჩი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ “უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ”.

მისი განმარტებით, ეს თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები