Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარირეგიონიწალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული 3 პირიდან 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მესამე პირის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათივე თქმით, ბრალდებულებს ძალადობის კვალი ეტყობათ.

„პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზით სისხლის სამართლებრივი წესი დაკავებული იყო 3 პირი , 4 პირი კი ადმინისტრაციული წესით. დაცვის მხარის არგუმენტი პროცესზე იყო ის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ანუ მათი დაკავება იყო არაობიექტური მოცემულობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას – არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რისი კვალიც დაკავებულებს ეტყობათ, მათ დაზიანებები აქვთ. ჩვენ ვითხოვდით გირაოს გამოყენებას, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიიღო აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა, წინასწარი პატიმრობის სახით. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უსამართლო. ამ საქმის მოცემულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ არსებითი განხილვისას დადგება საპირისპირო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო კიდევ 4 მოქალაქე. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, ინციდენტი წალენჯიხის ცენტრში 6 ივნისს, გვიან ღამით მოხდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები