Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაWEF-ს რეიტინგის მიხედვით, საქართველო 44-ე ადგილზეა

WEF-ს რეიტინგის მიხედვით, საქართველო 44-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(WEF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში “მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021”, რომელშიც ტურიზმის განვითარების ტემპებია გამოქვეყნებული, საქართველო 44-ე ადგილზეა.

აღნიშნულ კვლევაში საქართველო პირველად შევიდა საუკეთესო 50 ქვეყანას შორის და სამეზობლოში საუკეთესო ადგილი დაიკავა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეიტინგით “მთელ რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, ხორვატიას უსწრებს”

“აღნიშნული შედეგით საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს უსწრებს.

საქართველო აგრეთვე მთელ რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, ხორვატიას უსწრებს.

საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრებთან შედარებით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს 2 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ატარებს.

2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა” – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები