სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პარლამენტის განათლების კომიტეტში 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ სტატისტიკური მაჩვენებლები წარადგინა:
1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის – 45 000 აბიტურიენტი;
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრირებულია – 3000-ზე მეტი სტუდენტი;
3. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრირებულია – 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი;
4. მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის – 16 000-ზე მეტი აპლიკანტი;
5. სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის – 2500-მდე გამოსაცდელი.
როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, წელს სიახლეა ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ამბროლაურში.