Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაწელს საშუალო სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობს

წელს საშუალო სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობს

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2018/2019-2022/2023 სასწავლო წლების დასაწყისისთვის.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 %-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 % სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.1 %. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 % გოგოა, ხოლო 51.9 % – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 % გოგოა, ხოლო 57.4 % – ბიჭი.

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები