აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და World Travel Awards-ის ვიცე პრეზიდენტმა სიონ რაპსონმა, ლონდონში ,მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს ბათუმში, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.
ბათუმი World Travel Awards-ის გამარჯვებული ნომინაციაში – ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება, 2019 წელს გახდა.