Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარირეგიონიწუხელ, სოდელ ჭალეში ოჯახი დააღაჩაღეს

წუხელ, სოდელ ჭალეში ოჯახი დააღაჩაღეს

ყაჩაღური თავდასხმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, ჯანიკო ხასაიას ოჯახზე მოხდა. სახლში ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, წაღებულია 270 ლარი.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, საკარმიდამო ნაკვეთზე მოწეული თხილის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს ითხოვდნენ, მათ სასტიკად, ავტომატის კონდახებით სცემეს ჯანიკო ხასაია, 270 ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს.                        არსებული ინფორმაციით, ჯანიკო ხასაია თავში მიყენებული დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს, მას თავის ქალის დახურული ტრავმა აღენიშნება. დაზარალებულს რამდენიმე ნაკერიც დაადეს.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები პროფესიონალი მძარცველების სტილში მოქმედებდნენ: სახლში შესვლის გარდა, ავტომატით შეარაღებული 2 პირი გარე პერიმეტრს დარაჯობდა, ხოლო როცა დარწმუნდნენ, რომ ოჯახში დიდი თანხა არ ინახებოდა, ჯანიკო ხასაიას სცემეს და სწრაფად მიიმალნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

 

 

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები