ხანძარი ბახტრიონის ქუჩაზე – ცეცხლი რვა-სართულიანიკორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
მეხანძრეებმა დაკვამლიანებული ბინებიდან 8 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. ერთი პირი კი, უშუალოდ ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.