ხაშურელი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.
“სტაბილურადაა, სავარაუდოდ, 2 დღის შემდეგ გაეწერება ბინაზე”, – აცხადებენ კლინიკაში.
47 წლის მამაკაცი,რომელიც სამშენებლო ობიექტიდან 10 მაისს გადმოვარდა, შემთხვევისთანავე კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში განაცხადეს, რომ მას ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.