Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარირეგიონიხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მერიის განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაში მონაწილე სამშენებლო კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელშეკრულება შეუჩერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაცის მომზადება და ხელახალი ტენდერის გამოცხადება”, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა,თათია ძინძიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით,პროექტის ფარგლებში მოხდება კულტურის სახლის დარბაზის დასრულება და ჩატარდება დარბაზის შიდა სივრცის მთლიანი რემონტი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები