Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა.​

“აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტში. დაბა სურამში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 2 ერთეული წაბლის სახეობის დაუფირნიშენელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), სოფელ ალში კი, საამქროს ტერიტორიაზე – 2 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მორი”, – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები