ხატია დეკანოიძის თქმით ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის იდენტურად საუბრობს.
დეკანოიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირზე და ნატოზე, სამაგიეროდ, დაიწყება ვითომ ე.წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან .
“ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად ისევე, როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება. რუსეთს არ სჭირდება მიზეზი იმისთვის, რომ სუვერენულ თავისუფალ ქვეყნებს დაესხას თავს. საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირზე და ნატოზე, სამაგიეროდ, ხაზს ვუსვამ, დაიწყება ვითომ ე.წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც იქნება მთავარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ” – ხატია დეკანოიძე.
დღეს ღარიბაშვილმა ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის რიტორიკა გაიმეორა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი “მიზეზი” NATO-ს გაფართოება იყო.