Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკახათუნა სამნიძე ენმ-ის ინიციატივას ხელს არ აწერს

ხათუნა სამნიძე ენმ-ის ინიციატივას ხელს არ აწერს

„არ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს – ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ“, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით,აღნიშნული ინიციატივა არაფერს შეცვლის და სამართლებრივადსწორად არ მიიჩნევს.

„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ.

მე არ მითქვამს ვინმეს ვენდობი თუ არა, რაც შეეხება ჩემს მანდატს, ეს იყო საარჩევნო ბლოკი და წაიკითხეთ ბლოკის შეთანხმება, მე არავის სიით არ მოვხვდი პარლამენტში, მე ვარ აქ „რესპუბლიკური პარტიის“ სიით, ბლოკის ნაწილით”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები