Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოხერსონიდან დატაცებული 24 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა

ხერსონიდან დატაცებული 24 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინამ ხერსონიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული 24 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვები საქველმოქმედო ფონდ Save Ukraine-ის მოხალისეების წყალობით დაბრუნდნენ.

ბავშვებს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი დახვდა. ის ბავშვებს გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა, მათ შორის, ონლაინ სწავლისთვის საჭირო პლანშეტები და ლეპტოპები.

სახელმწიფო პორტალ „ომის ბავშვების“ ინფორმაციით, 10 აპრილის მდგომარეობით, რუსებმა უკრაინიდან 19 384 ბავშვის დეპორტაცია განახორციელეს და უკრაინამ 361 ბავშვი დააბრუნა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები