Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკახმაური პარლამენტში

ხმაური პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – განათლების კომიტეტის სხდომა დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარებს. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გივი მიქანაძე აგრარულსა და თავისუფალ უნივერსიტეტს თავს დაესხა და მათ ერთი “წიაღიდან ამოსული” უწოდა.

მიქანაძის თქმით, ორი კერძო უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზანმიმართული იყო, რათა დაეჩრდილათ ხელისუფლების გადადგმული “სწორი ნაბიჯი, რომელიც ბევრ სტუდენტს გზას გაუკვალავდა”.

“არავის უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს გადავიხდით ბიუჯეტიდან, რომ დავალიანების დაფარვა მოხდეს. იყო ნათქვამი, რომ 40 მილიონ ლარია დავალიანება, რომელიც განულდება ანუ სტუდენტებს არ ექნებათ ამ თანხის გადახდის საჭიროება. არ ვიცი თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტმა საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვიცი, რომ ყველა სხვა დანარჩენმა თანხმობა განაცხადა, რადგან ეს მათთვის მიმზიდველია. ვერ ამოიღებდნენ მაგ თანხას. ჩვეულებრივად რომ ყოფილიყო ეს თანხა იქნებოდა წლების განმავლობაში და შემდეგ ჩამოწერა მოუწევდათ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები