იტალიური „ნაპოლის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გამოცემის, „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” 30 ნომინანტს შორის მოხვდა.
https://www.facebook.com/ballondor/posts/754539806718677?ref=embed_post
„ოქროს ბურთის” გამარჯვებულს 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაასახელებენ. ამავე დღეს გაირკვევა რა თანმიმდევრობით განაწილდება სიაში შესული დანარჩენი 29 ფეხბურთელი.
„ოქროს ბურთის” ნომინანტები არიან:
- ხულიან ალვარესი
- ნიკოლო ბარელა
- ჯუდ ბელინგემი
- კარიმ ბენზემა
- იასინ ბონო
- კევინ დე ბრუინი
- რუბენ დიაში
- ანტუან გრიზმანი
- ილქაი გიუნდოგანი
- იოშკო გვარდიოლი
- ერლინგ ჰალანდი
- ჰარი კეინი
- რანდალ კოლო-მუანი
- ხვიჩა კვარაცხელია
- რობერტ ლევანდოვსკი
- ემილიანო მარტინესი
- ლაუტარო მარტინესი
- კილიან მბაპე
- ლიონელ მესი
- კიმ მინ-ჯე
- ლუკა მოდრიჩი
- ჯამალ მუსიალა
- მარტინ ოდეგორი
- ანდრე ონანა
- ვიკტორ ოსიმენი
- როდრი
- ბუკაიო საკა
- მოჰამედ სალაჰი
- ბერნარდუ სილვა
- ვინისიუს ჟუნიორი.