Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისპორტიხვიჩა შეიძლება 100 მილიონიც ღირდეს - სიომინი

ხვიჩა შეიძლება 100 მილიონიც ღირდეს – სიომინი

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა,  „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სპორტულ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ხვიჩას ტალანტით არშავინს შევადარებდი. ფეხბურთის ასეთი ოსტატები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ახლა ის შეიძლება 100 მილიონიც ღირდეს, მაგრამ მთავარია პროგრესი გაგრძელდეს.

გუნდის ლიდერის როლთანაც შეგუებაა საჭირო. ერთია, როცა რამდენჯერმე გაიბრწყინე და ყველა გააოცე. მაგრამ სულ სხვაა როცა გულშემატკივრები შენგან ყოველთვის მაღალი კლასის თამაშს ელიან. მოლოდინი უნდა გამართლდეს და ეს რთულია.“ – ციტირებს სიომინის სიტყვებს Sport24.

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები