Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისამართალიYandex-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყეს

Yandex-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ს მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

მათივე ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებენ.                                                                “ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ  ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის.” – წერია განცხადებაში.

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს რუსული კომპანიის, Yandex-ის ტაქსის სერვისების მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომა ექნება.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა ხელი, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სრული წვდომა ექნება Yandex-ის ბაზებზე, მანამდე ასეთი მონაცემები მოწოდებული იყო მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები