საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს აივანი ჩამოიშალა. ჯერჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია აივნის ნაწილის ჩამოშლა. როგორც საბურთალოს გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“[კორპუსის] მდგრადობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. საერთო სარგებლობის აივნის პატარა ნაწილი ჩამოიშალა, ანუ სადარბაზოს აივანი ეგრეთ წოდებული და პატარა ნაწილია ჩამოშლილი”, – აცხადებენ გამგეობაში.
მათივე თქმით, ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.