Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალიყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ლევან ასლანიშვილს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები