Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისამართალიყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი - „ბავშვი დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა...

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი – „ბავშვი დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა“

„ბავშვის ჩვენება უმძიმესია – ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს, ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული. ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული“, – ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ მას მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა.

„თამარ ჭეიშვილი რჩება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ სასამართლოსთვის იქნა მიმართული, რათა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან ამ საქმეში იკვეთება ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლომ წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა 3000-ლარიანი გირაო, რაც არ იქნა შემაკავებელი ამ ბრალდებულისთვის და ასევე, არ იქნა ელექტრონული სამაჯური, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფდა ბრალდებულის შეკავებას.

თამარი სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე იყო ძალადობის მსხვერპლი. ისინი იყვნენ განქორწინებული. მან მიმართა არა ერთ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის შესახებ, ეს საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თამარი არის შშმ პირი და ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემები, რაც განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია როგორც თამარი, ასევე ბავშვი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ ბავშვი ცნობილი იქნეს დაზარალებულად, ვინაიდან ბავშვის ჩვენება არის უმძიმესი. ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული და ის არის მძიმედ. ბავშვი არის 11 წლის. როდესაც მოხდა ფაქტი, ბავშვი და დედა იყვნენ ერთად და მიდიოდნენ სკოლაში, რა დროსაც ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს. ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული.

ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო გენდერული როლებით და წყენით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა. ის აღიარებს და აბსოლუტურად ყველაფერს ადასტურებს, რომ მან მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები