Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაფემიციდი რა შუაშია?

ფემიციდი რა შუაშია?

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი საქართველოში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის:

10 კარის მეზობელი – “კი გვესმოდა შვილო ჩხუბი და წივილ-კივილი ეს ბოლო წლებია, მაგრამ რა ვიცოდით..”

15 უბნის ბირჟავიკი – “არა ეხლა ეგ ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით..”

20 პატრულის თანამშრომელი – “აღარ ვიზამო გვპირდებოდა, ხელწერილიც დაგვიწერა და ანუ მოკლა მაინც?”

30 ბიჭის ნათესავი – “მშვენიერი ბიჭი იყო და რავიცი, ბავშვობიდან უწესიერესი.. ცოტა ძნელი ხასიათი ჰქონდა, ეტყობა რაღაცა ვერ მოითმინა, ხო იცით კაცის ამბავი..”

30 გოგოს ნათესავი – “კი მოდიოდა ხოლმე დალურჯებული მარა ვეუბნებოდით მა როგორ გინდაო, პრობლემები ყველა ოჯახშია..”

10 ბიჭის ძმაკაცი – “აუ მაგან ეტყობა გაჭედა რაღაცაზე თორე აი მაგრა უყვარდა რაა, იმენა ბავშვობიდან გიჟდებოდა, შვილების დედაა ტო რას ლაპარაკობ..”

10 გოგოს დაქალი – “ვაიმეეე, რას ამბოობთ, ძაან უყვარდათ ერთმანეთი აი ძაან, ნუ ის პროსტა ცოტა ეჭვიანი იყო და რაღაცებს უკრძალავდა ხოლმე.. აი მოკვლას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი..”

1000 მღვდელი – “მკვლელობა კი ცოდვაა, მაგრამ მაგაზე დიდი ცოდვა იცით რა არის?! ცოლი რომ ქმარს არ უჯერებს შვილო..”

150 პარლამენტარი – “ფემიციდი რა შუაშია?”

200 მედიასაშუალება – “ექსკლუზივი: ნახეთ როგორ ფოტოებს დებდა მოკლული ცოლი ფეისბუქზე და რაზე მოუვიდათ ბოლო კონფლიქტი ცოლ-ქმარს”

2500 ფეისბუქ ფრენდი – “უმიზეზოდ რატო მოკლავდა კი მაგრამ? რაღაცა მოხდა ეტყობა..”

5000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდი – “რას მიყვებოდა ცოლად რომ მიყვებოდა? ეფიქრა წინასწარ”

10,000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდის ფრენდი – “რა ქალზე ძალადობა? ერთი და ორი შემთხვევით ნუ ვიმსჯელებთ რა ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში რა რა და ქალის პატივისცემა ნაღდად არ გვეშლება!”

50,000 ფეისბუქ ექაუნთი – “და კაცებს რო კლავენ მაშინ რატო არ ყვირიხართ?”

200,000 ფეისბუქ ექაუნთი – “მოიქეცით წესიერად და არ მოგკლავენ”

…თუ ყველანი მოვინდომებთ – ყველა რიცხვი შემცირდება.

სალომე ბარკერი

#არაფემიციდს

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები