Monday, December 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ...

ყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას – ბათიაშვილი

ანალიტიკოს, ზურაბ ბატიაშვილის განაცხადებით, რითაც ის ევროპარლამენტის მიერ რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოცხადებას გამოეხმაურა, ის ამბობ რომ ყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც თუ ისე ცუდად განწყობილი არის რუსეთის მიმართ.

ის თვლის, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივ თავდასხმებს მოჰყვა.

„ეს ყველაფერი მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინის გაუთავებელ დაბომბვებს – მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი შეტევები, რაც სწორედ ტერორიზმის მუხლში შედის. ცივილიზებული სამყაროში ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არ პატიობენ. ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ზე წინ ევროპა წავიდა, რაც მისასალმებელია, განსაკუთრებით კი, რუსეთთან მიმართებით შეიცვალა გერმანიის მიდგომები. კარგი ის არის, რომ ამის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობებზე უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ მეტი სანქციები დაწესდეს მათთვის, ვინც რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ჩართული არის ვაჭრობაში და ა.შ.
ყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს ამას. რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც თუ ისე ცუდადაა განწყობილი რუსეთის მიმართ. ჯერჯერობით რაც ვნახეთ, საქართველოს ხელისუფლება ამისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, მაგრამ ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება“. – განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა.

ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები