Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოზაპოროჟიეს ატომური სადგურის ინფრასტრუქტურა რეგულარულად იბომბება

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ინფრასტრუქტურა რეგულარულად იბომბება

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, ოკუპანტები რეგულარულად ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას.

“ოკუპანტები არ აძლევენ შესაძლებლობას ამოქმედდეს მე-5 ან მე-6 ბლოკი, როგორც „ენერგოატომს“ სურს. ამ მიზნით რეგულარულად ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, გუშინწინ ხაზი დაზიანდა, ატომური სადგურის გენერატორები ჩართული იყო, რამაც უზრუნველყო რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად საჭირო 130 მეგავატი“. – ამბობს სტარუხი.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა დღეს ღამით და დილით ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს. რაკეტების ნაწილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც 270-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 60 ექიმი, თუმცა არავინ დაშავებულა.

 

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები