Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკი - აზერბაიჯანი მზად არის ახალი ჰუმანიტარული პაკეტი წარმოადგინოს

ზელენსკი – აზერბაიჯანი მზად არის ახალი ჰუმანიტარული პაკეტი წარმოადგინოს

აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდის, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.

“ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც ამ მიმართულებით გვეხმარება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები