“ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო. რა თქმა უნდა, პარალელურად რომ გაიგებ, რომ ქართველების ნაწილს გმირობა ის ჰგონია, ბერძენიშვილის ლექციას რომ ჩაშლის და გამარჯვების ყიჟინა აქვს ატეხილი, იიი, არ ვალაპარაკეთ, რა მაგრად მოვიქეცით! თუ ეროვნულ იდენტობას მათზე გაასწორებ, “შიდაგმირობების” – ერთმანეთის თელვის მაგალითებს თვისებად მიიწერ, კომპლიმენტის მიღება გაგიჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი ნამდვილი გმირი იბადება, მეცნიერებიც, არტისტებიც და უბრალოდ საუკეთესო მოქალაქეები, რომლებიც 24-საათიანი შრომის ფასად მოქმედს ხდიან ამ ფერდებმორყეულ, ხალხისგან სანახევროდ დაცარიელებულ ქვეყანას. ხოდა დიადია ქართველი ერი, ნამდვილად არის და მადლობა ამის დამნახავს,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
ნათია ფანჯიკიძე: ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა
RELATED ARTICLES