Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკიმ გმირული სამსახურისთვის ბახმუტში მებრძოლი სამხედროები მედლებით დააჯილდოვა

ზელენსკიმ გმირული სამსახურისთვის ბახმუტში მებრძოლი სამხედროები მედლებით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბახმუტთან ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები მოინახულა და გმირული სამსახურისთვის მედლებით დააჯილდოვა.

“ჩემთვის პატივია, რომ დღეს აქ ვარ ჩვენი გმირების დასაჯილდოებლად. შესაძლებლობა მაქვს მათ პირადად ჩამოვართვა ხელი და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის მადლობა გადავუხადო. თქვენ რთული, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის ბედი გხვდათ წილად, რომ დაიცვათ თქვენი ქვეყანა და ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი დაუბრუნოთ უკრაინას. მე ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც აღმოსავლეთით ბრძოლაში და მთელი ამ ომის განმავლობაში დაკარგეთ”. – წერს ზელენსკი Telegram-ზე და დაჯილდოების ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

ზელენსკის თქმით, ბახმუტის სიმაგრე დაუმორჩილებლობის სიმბოლოა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები