Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარირეგიონიძლიერმა ქარმა ოზურგეთში ელექტრო გადამცემი ხაზები და შენონები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ოზურგეთში ელექტრო გადამცემი ხაზები და შენონები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებში იმყოფებოდა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ამ წუთებში მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ოზურგეთის მერიასთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა”, – განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები