Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისამართალიზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი, სწორედ მათ დაკითხავენ სხდომაზე.

ამასთან, ბადრი ესებუას ადვოკატი წინა პროცესზე პროკურატურის მიერ დაყენებულ წინადადებაზე პასუხს გასცემს. კერძოდ, ბრალდება ბადრი ესებუასთვის ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები