ზუგდიდში, გოთუას ქუჩაზე მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის საავადმყოფოში წევს.
არსებული ინფორმაციით,75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
დამწვრობის გამო კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველება ცდილობდა.
ცნობისთვის, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე გაჩნდა, თუმცა ოჯახი მომხდარის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს.