Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაზირაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს"

ზირაბიშვილი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს”

სალომე ზურაბიშვილი მწვავე გზავნილები მმართველ გუნდს. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ამ ინსტიტუტების პატივისცემა გაგვაჩნია.

მეტიც, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პრინციპი ქვეყანაში არ არსებობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ის მდგომარეობა გვაქვს ვართ, თითქოს სახელმწიფოდ ახლა ვიბადებით.

„პირველად, შეიძლება ბოლო პერიოდში, შეძლებენ პარტიები და ყველა შეძლებს, რომ სახელმწიფოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენოს. ძალიან ახლო ისტორიაში, სამწუხარო, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ეს არის ის, რაც შევძელით. ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ესეც ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას, ჩვენ სად ვიყავით და სად ვართ. ეხლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, თითქოს დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, რომ აბა მოდით, იმუშავეთ ამ კუთხით და შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ“. – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მართლმასჯულების რეფორმის შესახებ შეხვედრას ესწრება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები