გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდება. გუტერეშსა და ლავროვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოსკოვის დროით 13:30 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ძირითადად შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებსა და ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლს. ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ანტონიო გუტერეში უკრაინას ეწვევა, სადაც პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.