ვინ გაწვრთნის კვარაცხელიას ახალ სეზონში – “ნაპოლის” შესაძლო დამრიგებლის მთავარი კანდიდატურა გამოიკვეთა

Published:

იტალიური Il Mattino გვაუწყებს, რომ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჯერ კიდევ “მილანის” თავკაცი სტეფანო პიოლი იქნება.

როგორც იცით, გადაწყვეტილი ამბავია, “როსონერი” სეზონის დასრულების შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს დაითხოვს და ამას არაერთი სანდო წყარო ადასტურებს.

“პარტენოპეი” მზადაა, სტეფანოს 2,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. პიოლის სამსახურით ასევე “ბოლონიაც” ინტერესდება, რომელსაც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ტიაგო მოტა დატოვებს და რომელიმე გრანდს ჩაიბარებს.

რაც შეეხება “მილანს”, “როსონერის” ახალ მწვრთნელად ანტონიო კონტესა და სხვა არაერთ ცნობილ სპეციალისტს მოისაზრებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img