წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანომობილის გამოყოფას ითხოვს

Published:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანომობილის გამოყოფას ითხოვს. მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ 80 კილომეტრით დაშორებულ აბაშიდან უწევთ დაელოდონ როდის ჩავა რეანომობილი რეგიონში, როცა პაციენტს დახმარება სჭირდება. რეანომობილი არ ჰყავს არც მეზობელ ჩხოროწყუს.

ის ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყურადღება მიაქციოს მუნიციპალიტეტს.

“წალენჯიხა გახლავთ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტი. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, გალში მცხოვრები ადამიანები წალენჯიხისა და ზუგდიდის იმედად არიან, ამ დროს წალენჯიხას არ ჰყავს რეანომობილი, მეზობელ ჩხოროწყუს არ ჰყავს რეანომობილი. ძალიან ხშირად გვიწვეს დაველოდოთ მაგალითად აბაშიდან როდის ჩამოვა რეანომობილი წალენჯიხამდე. არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან ბევრი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ძალიან ბევრი ფატალური შედეგი დადგა”, – ამბობს ბელქანია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img