ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის სამშვიდობო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

Published:

პარიზში მეექვსე სამშვიდობო ფორუმი გაიხსნება – ღონისძიების ოფიციალურ დასაწყისს ემანუელ მაკრონი გამოაცხადებს. უმაღლესი რანგის დელეგატთა შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრიცაა.

ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში, კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. კონფლიქტების თავიდან აცილების გზებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგასთან ერთად ისაუბრებს.

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილ ფორუმზე, ლიდერები გლობალურ პრობლემებზე იმსჯელებს. მათ შორისაა სამხედრო კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაცია და კლიმატის ცვლილებები.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს პარიზის ტრადიციულ, რიგით მე-6 მშვიდობის ფორუმში. ერთ-ერთ პანელზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიძღვნილი იქნება უსაფრთხოების გამოწვევებსა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, იქნება დებატები, განხილვა და იმ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს, ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად”, – განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საფრანგეთში, მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში, გოჩა ჯავახიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img