ოქტომბერში საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 44%-ით შემცირდა

Published:

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $283 მლნ (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით ($219 მლნ–ით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემების თანახმად, ასეთი კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. რუსეთიდან ოქტომბერში $61,7 მლნ გადმოირიცხა, რაც 79,36%–ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img